LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიამ Apple ავტომობილის გამოშვების თარიღი გაამხილა

36

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია Apple მუშაობდა ავტომობილის კონცეპტზე, რომელიც კონკურენციას გაუწევდა გუგლის მიერ წარმოდგენილ უპილოტო ავტომობილს.

ერთი წლის წინ, კომპანიის წარმომადგენლები ცდილობდნენ შეესწავლათ: ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაბამისი რესურსი, გაამრთლებდა თუ არა მათი ავტომობილი, რამდენად სწორად იქნებოდა მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებლემაბდე და ა.შ. როგორც აღმოჩნდა, ექსპერტებმა ეს ყველაფერი უკვე აითვისეს და დაანონსეს ავტომობილის გამოშვების თარიღი.

2019 წელს ავტომომხმარებლები „Apple“-ს უპილოტო ავტომობილს იხილავენ და როგორც ვარაუდობენ, კომპანია შეძლებს სრულად აითვისოს საავტომობილო ბაზარი, იმ ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომელიც ავტომობილში იქნება გამოყენებული. ისევე როგორც ეს მოხდა საკომუნიკაციო თუ კომპიუტერულ სფეროში. შესაბამისად კომპანიის მესვეურები, ფინანსური მოგების გაორმაგებასაც არ გამორიცხავენ. თუმცა, დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები