LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიებმა Italdesign და Airbus მფრინავი ავტომობილი შექმნეს (ვიდეო)

48

ატელიემ Italdesign და კომპანიამ Airbus ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინა კონცეპტი მფრინავი ავტომობილისა – Pop. Up, რომელმაც მიიღო 2 ელექტრონული მოდული. აღსანიშნავია, რომ ერთი მოდული მიწაზე მოძრაობას, ხოლო მეორე ჰაერში გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ავტომობილი წარმოადგენს ერთგვარ კაფსულას, რომელიც 2 ადამიანს იტევს. იგი დამუშავებულია ნახშირბადის ბოჭკოვანი ზედაპირით. ახალი ტიპის ავტომობილს შეუძლია 2.6 მეტრის სიმაღლეზე ფრენა. მისი სიგანე შეადგენს 1.4 მეტრს, ხოლო სიმაღლე 1.5 მეტრისაა.

მფრინავი ავტომობილი 182 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

გთავაზობთ ვიდეოს:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები