LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალური ვაუჩერებით თბილისში მხოლოდ 100 ათასი აბონენტი ისარგებლებს

75

კომუნალურ ვაუჩერებს მხოლოდ სოციალურად დაუცველები მიიღებენ. ამის შესახებ ”ფორტუნას” თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტიდან კომუნალური სუბსიდიის მიღების პირობა შეიცვალა და ვაუჩერებს მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 000 ქულის ქვემოთ არიან.

”ეს არის თბილისის მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედი, 100 000 აბონენტი. ხოლო ყველა დანარჩენი ოჯახი, რომელიც ჩათვლის, რომ კომუნალური სუბსიდია ესაჭიროებათ, უნდა დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში და თუ 200 000 ქულაზე ნაკლებს მიიღებენ, ისინიც ასევე მოხვდებიან ამ პროგრამაში”, – განმარტა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პირობა გაცილებით უფრო ეფექტურს გახდის ამ პროგრამაში დახარჯულ თანხებს და უფრო მიზნობრივი იქნება.

გასულ წელს კომუნალური ვაუჩერებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან კი წლიური ბიუჯეტი 25 მილიონ ლარამდე იქნება.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით,  თბილისში კომუნალური ვაუჩერები 1 მარტიდან გაუქმდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g