LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს“ – იაგო ხვიჩია

168
იაგო ხვიჩია

„საქართველომ, დიდი ხანია, მოახერხა ყველაფრის ქოც-ნაცურ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინის ომის საკითხი ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია“ – აღნიშნული განცხადებით შეაფასა პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მოსმენა.

მისი განცხადებით, შეუძლებელია, არ გინდოდეს ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება და ოცნებობდე, რომ დაგასანქცცირონ:

„ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს“ – კონგრესმენი სტივ კოენი

„საქართველომ, დიდი ხანია, მოახერხა ყველაფრის ქოც-ნაცურ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინის ომის საკითხი ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს. როგორ შეიძლება, არ გინდოდეს, დალაგდე ამერიკელებთან და ოცნებობდე, რომ დაგასანქცირებენ. ამერიკელებს თუ ებრძვი, ისედაც ხომ მოლოდინი გაქვს, რომ დაგასანქცირებენ.

„როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია – შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს, ეს სამშობლოს გაყიდვის რაღაც სხვა, თითქოს უფრო თანამედროვე და ამაზრზენი ფორმაა“ – წილოსანი აშშ-ის კონგრესში მოსმენაზე

ამერიკის სახელმწიფო მდივანიც თუ ამას გეუბნება, რაღაცნაირად შენთვისაც ხომ გასაგებია, რომ აქამდე თვითონ მიგყავს ეს ამბავი. სხვას დააბრალო, ჩემს სანქცირებას ითხოვენ და მოღალატეები არიანო – სხვა კი არ ითხოვს, შენ მიდიხარ ამისკენ. ადამიანებს, ვისაც ენდობი, აზრის გასაგებად თუ ეკითხები, ეს ხალხი გვებრძვის თუ არა, რა ვითარება, რა მოქმედებაა საქართველოში, ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი ვალდებულიც კია, უთხრას – კი, გებრძვიან. ამას, ფაქტობრივად, ღიად ამბობენ, ლიდერის გამოსვლიდან დაწყებული, ყველა დონეზე ეს აქვთ გაცხადებული“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტი-დემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია – კონგრესმენი ჯო უილსონი

ნატალი საბანაძე: პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის „ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! – თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ბრძოლაში, რომ არასწორ მხარეს არ აღმოვჩნდეთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g