LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონკლავი“ – ფილმი, რომელშიც მერაბ ნინიძე რეიფ ფაინსთან ერთად თამაშობს, 6 „ოქროს გლობუსის“ ნომინანტია

110
page

მიმდინარე თვეს „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა სია გამოქვეყნდა. წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმი „კონკლავი“ ექვსი ნომინაციით ლიდერებს შორისაა.

ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი, რეიფ ფაინსი ასრულებს, წლის საუკეთესო სურათის, მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლის (რეიფ ფაინსი), მეორეხარისხოვანი ქალის როლის შემსრულებლის (იზაბელა როსელინი), საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისთვის და ორიგინალური მუსიკისთვის არის წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ამ ბრწყინვალე მსახიობთა დასის წევრია ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც, რომელიც ზემოხსენებულ ფილმში თამაშობს.

რეიფ ფაინსისა და ჟულიეტ ბინოშის ემოციური შეხვედრა ფილმის „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ გამოსვლიდან 32 წლის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები