LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 ეკონომიკური აგენტი განმეორებით დააჯარიმა

116
Young Business Team Brainstorming Meeting Room Process.Coworkers Startup Marketing Project.Creative People Making Great Work Decisions Wood Table.Tablet Laptop Graphs Diagram Screen.Blurred Background

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით დააჯარიმა.

სააგენტოს ცნობით, ეკონომიკური აგენტების მიმართ მოკვლევა, რომელიც „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობდა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა.

„მოკვლევის შედეგების მიხედვით, მხარეებს შორის შეთანხმებული ქმედება დადასტურდა. შესაბამისად, დაეკისრათ ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის  აღმოფხვრა დაევალათ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ დროისათვის მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს, 2023 წელს უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები