LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა

138
საბა ქიტიაშვილი

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ ჩატარდა.

კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე სამი გადავიდა. საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი გახდა. 

„კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე წარმატებით დამკვიდრდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში. სომელიეს პროფესია აქტიურად ვითარდება, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის ხარისხზე, მის კულტურასა და ისტორიაზე. ამ პროფესიის ადამიანი უშუალო შუამავალია ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურის დასანერგად“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და კონკურსის ჟიურის წევრმა.

„ღონისძიება საქართველოში სომელიეთა საუკეთესო უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას ემსახურება. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, რაც ქართული ღვინის კულტურის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს ღვინის მსოფლიო სცენაზე. გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს საქართველოს“, – აღნიშნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა.

magti 5g