LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე ვარძელაშვილი:”პროკურატურას მივაწოდე კონკრეტული ფაქტები და გვარები”

112

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა მისთვის ცნობილი ყველა ფაქტი, რომელიც შესაძლოა მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას, ან ზეწოლის მცდელობას უკავშირდებოდეს.

ვარძელაშვილის თქმით, მათ შორის დაასახელა მან კონკრეტული გვარებიც, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტებთან გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ინფორმაციას, რომელიც მივაწოდე პროკურატურას დამუშავება სჭირდება. ის ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი შესაძლოა რელევანტური იყოს პროკურატურისთვის. ეს არის ფაქტები, რომელიც უკავშირდება მოსამართლეზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობას, ან ზეწოლას. ინფორმაცია მივაწოდე სრულად, მათ შორის დავასახელე კონკრეტული გვარებიც“, – განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

კონსტანტინე ვარძელაშვილი მთავარ პროკურატურაში 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g