LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე აქტივისტებს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინეს – დაკავებულია 5 პირი

65
აქცია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა “საქართველოსთვის” და “სირცხვილია” აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურად პარლამენტის წინ კარვების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირებისას პოლიციამ 5 პირი დააკავა.

ხუთივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g