LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპას განსხვავებული სიმბოლურები: მესი ცუდებშია

140
rue72b5ce9045

კოპა ამერიკა დასრულდა და ტრადიცულად იწყება შეჯამება, შეფასება, ანალიზი. სტატისტიკოსების გარდა, საქმე სიმბოლურებზე მიდგა. აი აქ კი ცოტა არ იყოს კითხვები გაჩნდა. მაგალითად, როგორ ითამაშა მესიმ? რასაკვირველია, მას კარიერაში საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ცუდიც არ ყოფილა. არადა, ასე დაასკვნეს. იქნებ, მისი ცნობილი გამონათქვამების და კონმებოლის კრიტიკის გამო.

სტატისტიკურ-ანალიტიკურმა სააგენტო „ოპტამ“ (Opta) სიმბოლურში ექვსი ბრაზილიელი შეიყვანა, არგენტინიდან კი მხოლოდ ერთი. და ის ერთი, მესი არ არის.

კოპა ამერიკას სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: ალისონი (ბრაზილია);
მცველები: დანი ალვეში (ბრაზილია), მარკინიოსი (ბრაზილია), მიგელ ტრაუკო (პერუ);
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (არგენტინა), ჩარლზ არანგისი (ჩილე), იოსიმარ იოტუნი (პერუ), არტური (ბრაზილია);
ფორვარდები: გაბრიელ ჟესუსი (ბრაზილია), ხოსე პაოლო გერერო (პერუ), ევერტონი (ბრაზილია).

თავისი სიმბოლური გამოაქვეყნა ბრაზილიურმა გამოცემა „გლობომ“, თან ორი – ერთი კარგების და მეორე წარუმატებლად მოთამაშეების და სწორედ ამ ცუდებში ჩაწერეს მესი.
კითხვები კიდევ არის, მაგრამ როგორც ამბობენ გემოვნების საკითხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები