ტურისტულმა გამოცემა Lonely Planet-მა 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულებების რეიტინგი შეადგინა. დანიის დედაქალაქს საუკეთესოს წოდება ტრადიციული სამზარეულოსა და არქიტექტურისთვის მიანიჭეს. კოპენჰაგენში ჩასულმა ვიზიტორებმა ქუჩის საკვები უნდა გასინჯონ, მოინახულონ ულამაზესი ქუჩები და ატრაქციონების პარკში ამერიკული მთების გამოცდაც არ უნდა დაავიწყდეთ. ამის შემდეგ კი ისინი ზაგრების მიმართულებით უნდა წავიდნენ, რადგან ხორვატიის დედაქალაქი აუცილებლად სანახავთა შორის ასევე ერთ-ერთ პირველ პოზიციას იკავებს.
გარდა ამ დანიშნულებებისა ათეულში – ჩინეთის, სერბეთის, აშშ-ს, ნეპალის, მექსიკისა და სენეგალის ქალაქებიც მოხვდნენ.