კოპენჰაგენი და მალმე ერთმანეთს საერთაშორისო მეტროთი დაუკავშირდებიან. დანიის დედაქალაქსა და შვედურ ქალაქს შორის მიწისქვეშა გვირაბი 2035 წლისთვის გაჩნდება. ხელისუფლების აზრით, ახალი ტრანსპორტი ორი ქალაქის ბიზნეს ურთიერთობაზე დადებითად აისახება და ევროპაში სკანდინავიის როლს ერთი-ორად გაზრდის.
საინტერესოა, რომ მეტრო დანიიდან შვედეთში ჩასავლელ დროს ორჯერ შეამცირებს და მთელ გზას მხოლოდ 23 წუთი დასჭირდება. დღესდღეობით მალმედან კოპენჰაგენში ყოველდღიურად 1,3 მილიონი ადამიანი მიდი-მოდის. ხოლო, მას შემდეგ რაც მეტროს პროექტი ამოქმედდება – მგზავრთა რაოდენობა დღეში 2,3 მილიონამდე გაიზრდება.
–
–