კოპენჰაგენი საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Mercer-მა ტარდიციული რეიტინგი შეადგინა და ევროპულ ქალაქებს შორის ლიდერი კოპენჰაგენი გახდა. მსოფლიო რეიტინგში კი მან მხოლოდ მე-14 პოზიცია დაიკავა და პირველობა – ჰონგ-კონგს, ტოკიოსა და ციურიხს დაუთმო. ყველაზე ძვირადღირებულთა მსოფლიო რეიტინგში ასევე ლონდონი, სინგაპური, ფრანქფურტი, სეული და პეკინიც მოხვდნენ. ზოგადად კი წლევანდელ რეიტინგში სულ 209 ქალაქი შევიდა და ექსპერტები ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ, როგორიცაა – სახლის დაქირავების ფასი, ტრანსპორტის ღირებულება, კვება, ტანსაცმელი და გართობა.