LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორძაძე: „ფაქტობრივად გამამართლებელი განაჩენია… ეს იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის“

112
BeFunky-collage (2)

„დღეს დადასტურდა ის, რასაც სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვიძახით, რომ არავითარ ფულის გათეთრებას აქ ადგილი არ აქვს და ეს მოსამართლემ დაადასტურა”, – ასე შეაფასა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

მისი თქმით, ისევე როგორც სამი წლის წინ, ისინი ამტკიცებდნენ რომ ამ საქმეში ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონდა, ამ შემთხვევაშიც გასაჩივრების გზით თაღლითობის ბრალდება არ დადასტურდება.

“დღევანდელი განაჩენი იყო სახის შენარჩუნება ბრალდების მხარისთვის. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ თვითონ პროკურატურას თაღლითობასთან დაკავშირებით არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი. უფრო უცნაურია სამართლებრივად ის, რომ საქმეში დაზარალებული არ არის. ანუ ეს ის მუხლია – თაღლითობა, რომელსაც დაზარალებული სჭირდება. შესაბამისად, ვინც იგულისხმება დაზარალებულად, ის აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. ამიტომ ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი თავს ვერ დაიკავებს შემდგომ ინსტანციებში და ეს დამთავრდება საბოლოო ჯამში გამართლებით.

პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი ამ საქმეში მოგებულია და დადგენილია, რომ არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს. ამ ეტაპზე სასამართლომ სახე შეუნარჩუნა ბრალდებას, რომ გამართლება ძალიან ცუდი იქნებოდა მათთვის. ფაქტობრივად, გამართლებულია ფულის გათეთრების ნაწილში, თაღლითობასთან დაკაშირებით კი გავასაჩივრებთ და იგივე შედეგი დადგება“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ამავე თემაზე:

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

გიგი უგულავა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

გადაწყვეტილება არის აბსურდული… თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა – გია ხუხაშვილი

ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის განაჩენზე

magti 5g