“ეს არ იქნება ბოლო პანდემია” – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეიესუსს ეკუთვნის.
ჯანმოს ხელმძღვანელი “ტვიტერზე” განთავსებულ პოსტში აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ასე სწრაფად შექმნა, მეცნიერების გამარჯვებაა.
„ეს არ იქნება ბოლო პანდემია. შეიძლება ზოგიერთი პანდემიის პრევენცია შევძლოთ, მაგრამ ყველას ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვეული საქმიანობა ჩვეულ შედეგს გამოიღებს: სამყარო, რომელიც არ არის უსაფრთხო, მოუმზადებელი და უსამართლოა“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
გებრეიუსი წერს, რომ ვაქცინების უთანასწორო განაწილება კაცობრიობის მარცხს წარმოადგენს. მისი თქმით გლობალურ დონეზე გახარჯული ვაქცინების თითქმის 90% “დიდი ოცეულის ქვეყნებზე” მოდის.