საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
15 ახალი შემთხვევიდან 2 “ლენჯერის კლასტერია”, 9 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, 2 შემთხვევას იკვლევენ
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა, აქედან ორი კაფე „ჰავანას“ თანამშრომელია, ორი კი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი.
ეპიდემიოლოგები კაფე „ჰავანაში“ მუშაობას აგრძელებენ-არაა გამორიცხული კონტაქტების რაოდენობა გაიზარდოს.
დაწესებულების ყველა თანამშრომელი კარანტინში იმყოფება.
ქობულეთში, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი კაფეში ვიზიტორებს თერმოსკრინინგს უტარებდა
„აჭარაში გამოვლინდა 4 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ორი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, ხოლო 2 კი უკავშირდება ქობულეთის უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს. ახლო კონტაქტებად გაისაზღვრა 54 პირი, ესენი არიან როგორც ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები და თანამშრომლები, ისინი კაფეში იყვნენ დასაქმებულები. ძალაში რჩება რეკომენდაცია და მოწოდება, ვისაც ჰქონდა კაფესთან, ან პირებთან კონტაქტი კვლევა ჩაიტარონ. საერთო რეკომენდაციაა, რაიმე ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დაუკავშირდნენ 112-ს, ან მიმართონ ცხელების ცენტრებს.
„ჰავანა“ მუშაობს, თანამშრომლების უმრავლესობა გადაყვანილია საკარატინო სივრცეში, მათ ახალი თანამშრომლები ჰყავთ აყვანილი, ამ ეტაპზე კაფეს ფუნქციონირების შეწყვეტის საჭიროება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ არსებობს,“-განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.
კორონავირუსი ქობულეთში ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს დაუდგინდა: “მინდა გავაფრთხილო ის ვიზიტორები, რომლებიც ამ კაფეში იმყოფებოდნენ”