LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება

252
ezugbaia-3

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის  158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, 28 სამეგრელოს, 19 იმერეთის რეგიონთან არის დაკავშირებული, ექვსი შემთხვევა  გურიას, ხოლო 18 ახალი შემთხვევა თბილისს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„158 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: 87 გახლავთ აჭარიდან, 28 – სამეგრელო, 19 – იმერეთი, 6 – გურია, 18 კი თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განახორციელეს, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი მყისიერი გამოკვლევა. ბათუმში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ და ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ისევე როგორც ცაგერი. ტარდება აქტიური ზომები იმერეთსა და სამეგრელოში. მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა, და ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ სწორედ ამას მივყავართ დაავადების ლოკალიზაციისკენ. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამედიცინო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის და, შესაბამისად, დროული რეაგირების შედეგად სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება, როგორიც აქამდე იყო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები