LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის მონაცემებით 2,99 პროცენტია

80
845164286

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,99 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,76 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 349 098 შეადგინა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ  1201 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა  333 505 გახდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ  17 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  4 910-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g