“ეს ყველაფერი ვარაუდია, თუმცა ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია. ეპიდემიის სავარაუდო მესამე ტალღა საქართველოში შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან.” – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო მესამე ტალღაზე საუბრობს, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, ამიტომ მინისტრის თქმით, საჭიროა მსოფლიოს გამოცდილების გაზიარება.
“მესამე ტალღისთვის, არა მხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მინიმალურად მოხდეს. აქცენტი ამაზე უნდა ავიღოთ და უფრო მეტად ეფექტურები უნდა ვიყოთ ინფექციის შეკავების ეპიზოდში. სავარაუდოდ, მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან.” – თქვა ტიკარძემ.
მოლები და ბაზრობები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება, ტრანსპორტზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ