“დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სკოლები და ბაღები პრიორიტეტია, თუმცა მთავარი ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნებაა და აუცილებელია საკითხს ფრთხილად მოეკიდონ.
კორონავირუსით ინფიცირების 1 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
“არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა უფრო მეტად ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.
ჩინური ვაქცინის შემოტანას კატეგორიულად არ განვიხილავთ: ტიკარაძე
გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა ის საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში.” – განაცხადა მინისტრმა.