LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს: ტედროს ადანომ გებრეიესუსი

139
ტედროს ადანომ გებრეიესუსი

„კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს“, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა. მისი განცხადებით, „უკვე 2 წელია მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ძალიან კარგად იცნობს მას და მის წინააღმდეგ ყველა იარაღი აქვს“.

მისივე განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით იმდენი ვაქცინაა, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის ზრდასრული მოსახლეობის სრულიად ასაცრელად საკმარისი იქნება.

„თუ ჩვენ თითოეულ ადამიანს არ ავცრით, შესაძლოა, პანდემიის დასასრული კიდევ გადაიდოს“, – განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.

magti 5g