LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება

436
8918e0392908436098227a2efc413b68-18

კორონავირუსის საფრთხის გამო, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა დააფიქსირა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბეთლემთან ახლოს, ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის ოთხი შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ოთხივე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. პაციენტებს ტესტი აუღეს, რომლის პასუხებიც ჯერ ცნობილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტები ამერიკელი და პოლონელი ტურისტები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g