LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინფექციები სიცივეში ვრცელდება და სიცხეში ძალიან ცოტაა” – შეჩერდება თუ არა დათბობასთან ერთად კორონავირუსის გავრცელება

873
EDBB41C6-435C-4993-B0A1-056C9E44AB10-w1200-r1-s

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე ჟურნალისტის კითვაზე – შეწყდება თუ არა კორონავირუსის გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად, პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას ჯერჯერობით არ აქვს.

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დათბობასთან ერთად დაიკლებს. რა თქმა უნდა, ამის იმედი არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას აქვს. ჩვეულებრივად, რესპირატორული ინფექციები სიცივეში ვრცელდება და სიცხეში ძალიან ცოტაა. უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება ავსტრალიაში. მოგეხსენებათ, ახლა იქ ზაფხულია, შემოდგომა დგება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ყველა მატარებელსა და სადგურზე ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები დამონტაჟდება

სამგზავრო მატარებელებისა და სადგურების დეზინფიცირება ყოველდღიურად ტარდება

შეგახნებებთ, საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დღეს, 5 მარტს დაფიქსირდა. დაინფიცირებული 44 წლის ქალი იტალიაში იმყოფებოდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

“თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება იყოს თვითიზოლაციაში, მოვუწოდებ ყველას მოერიდოს ასეთ ადამიანებს” – პაატა იმნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g