LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი საქართველოში იმიტომ მოიგონეს, რომ ხალხი აღდგომას ეკლესიაში არ მისულიყო: ეკლესიის წინამძღვარი

169
BeFunky-collage (7)

ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის განცხადებას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინას ადამიანების დამონებისთვის გამოიყენებენ, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ეხმაურება.

ვახტანგ მაღლაკელიძე მეუფის მხრიდან გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, “ტვ პირველთან” საუბარში ამბობს, რომ კორონავირუსი საქართველოში იმიტომ “მოიგონეს”, რომ აღდგომას ხალხი ეკლესიაში არ მისულიყო.

“კორონავირუსი საქართველოში მოგონილი იყო, რომ ხალხი აღდგომას ეკლესიაში არ მივსულიყავით. 180 ათასი ადამიანი ეზიარა და არც ერთი არ დაავადებულა. ყველა სფეროში დაავადდა ხალხი, მათ შორის ექიმებიც, ეკლესიიდან კი ადამიანი არაა დაავადებული. ე. ი რისთვის იყო ეს მოწყობილი? რომ ჩვენ ხალხი, აღდგომას ეკლესიაში არ მივსულიყავით“, – განცხადა ვახტანგ მაღლაკელიძემ.

„შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს“ – მეუფე საბას ქადაგება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g