LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის შემდეგ: ჩინეთის ქალაქ შენჟენში კატებისა და ძაღლების ჭამა აიკრძალა

238
download

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, არაერთი ვერსია გამოითქვა იმის შესახებ, თუ როგორ გადადის კოვიდ 19. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანებს ეს ვირუსი პირველად ინფიცირებული ცხოველისგან გადაედოთ უხანის ბაზრობაზე, სადაც იყიდებოდა ცოცხალი თევზი, ცხოველები და ფრინველები. ამის შემდეგ ბაზარი დაიხურა და ჩატარდა დეზინფექცია, რამაც თითქმის შეუძლებელი გახადა იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი ცხოველისგან გავრცელდა ვირუსი.

გარდა ამისა, შესაძლო წყაროდ მიიჩნევა ღამურები. დადგენილია, რომ სწორედ ღამურები იყვნენ SARS-ის საწყისი წყაროც. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ღამურებისგან ვირუსი რომელიმე შუამავალ ცხოველს გადაედო.

სწორედ ახალი კორონავირუსის გამო, ჩინეთის ქალაქ შენჟენში გარეული ცხოველებით ვაჭრობის გაუქმების ფარგლებში, კატებისა და ძაღლების ჭამა აიკრძალა. როგორც გამოცემა USnews წერს, აკრძალვა  1 მაისიდან ამოქმედდება. ქალაქის მთავრობის განმარტებით, ძაღლებსა და კატებს უფრო ახლო კონტაქტი აქვთ ადამიანებთან, ვიდრე სხვა ცხოველებს, ხოლო ძაღლებისა და კატების, ასევე სხვა ცხოველების მოხმარების აკრძალვა ზოგადი პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში, ჰონგკონგსა და ტაივანში.

უხანში გაიხსნა ბაზრობა, სადაც ღამურებს, ვირთხებსა და კატებს ძველებურად ყიდიან

ჩინეთი ამჯერადაც უხანის ცოცხალი ბაზრობით იპყრობს მსოფლიო მედიის ყურადღებას.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ თებერვალში ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა გარეული ცხოველებით ვაჭრობა, თუმცა, როგორც ჩანს, შენჟენში ეს აკრძალვა ასევე, ძაღლებსა და კატებს შეეხო.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 936 829-ს შეადგენს. კოვიდ 19-ს უკვე 47 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  194 604 პირი კი განიკურნა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები