საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელიმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.
საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში დაფიქსირდა, 65 თბილისში, 63 იმერეთში - ენდელაძე
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის, 43 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან, 41 მართვით სუნთქვაზეა. 9 მათგანი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.
“აქტიური შემთხვევაა 3 874. ამ პაციენტიდან 41 პაციენტია კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, მათ შორის ცხრა არის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ამჟამად აქ არის 31 კოვიდინფიცირებული, ველოდებით ახალ პაციენტებს. კრიტიკული პაციენტია მხოლოდ ერთი. ასევე, კლინიკაში გვყავს ბავშვებიც, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა ენდელაძემ.
