LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული 87 წლის პაციენტი და ექიმი მზის ჩასვლას უყურებენ – მოხუცმა დღის სინათლე 1 თვის შემდეგ პირველად იხილა

389
doctor-patient-covid-sunset

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, ასევე მატულობს მათი რიცხვიც, ვინც კვირების განმავლობაში პალატას ვერ ტოვებენ. ფოტოზე, რომელიც უხანში 5 მარტს არის გადაღებული, 27 წლის ექიმი და კორონავირუსით ინფიცირებული 87 წლის პაციენტია ასახული. მოხუცმა ბოლოს დღის შუქი 1 თვის წინ ნახა. ემოციური ფოტო, ინტერნეტში გავრცელდა და მალევე მთელმა მსოფლიომ აიტაცა.

“ვფიქრობ, მზის სხივები მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება” – ამბობს 27 წლის ლიუ კაი, რომელმაც მოხუც პაციენტს მზის ჩასვლის ხილვის შესაძლებლობა მისცა.

ჩინური მედიის ინფორმაციით, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელების ეტაპზეა.

წყარო: mothership.sg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g