ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, მოჰამედ მირმოჰამადი 71 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა. ეს ირანში მაღალჩინოსნის ვირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. მირმოჰამადი ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულია ირანის ჯანდაცვის მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი და რამდენიმე დეპუტატი.
კორონავირუსი პორტუგალიაშიც დაფიქსირდა: დაინფიცირებულია ორი ადამიანი
ორივე მათგანი პორტოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
უახლესი მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 978 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ 54-ს მიაღწია. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, სწორედ ირანში ფიქსირდება.