ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი კახა ნატრიაშვილი კოვიდინფექციით გარდაიცვალა.
ინფორმაციას თავად მედიასაშუალება ავრცელებს.
კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა.
მედიის ცნობით, მას ვირუსი 9 დღის წინ დაუდასტურდა, გართულებული მდგომარეობის გამო კი ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის გუშინ გარდაიცვალა.
შეგახსნებეთ, 3 დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა “რუსთავი 2-ის” კიდევ ერთი თანამშრომელი, ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი.