LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა ფეხბურთშიც შეაღწია? როდესაც მცირე თანხა გენანება – ამბები მოკლედ

109
Jadon-sancho-transfer-news

„მანჩესტერმა“ იგალო ორი კვირით კარანტინზე გაუშვა. მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა.

გვარდიოლა: „თუ „რეალს“ ვერ გავივლით, „სიტიში“ მეტყვიან: „გაგაგდებთ, რადგან ჩვენ ლიგა გვინდა“.

„ჰერტას“ სურს ზაფხულში კოვაჩი დანიშნოს.

Sky Germany: ჯეიდონ სანჩო „ბორუსიას“ ზაფხულში დატოვებს. „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ პრეტენდენტებს შორის არიან.

„ლივერპული“ სანჩოსთვის ბრძოლაში ჩაება (Daily Mail).

„ჩელსიმ“ შეათანხმა „აიაქსელ“ ზიეიჩთან 5-წლიანი კონტრაქტი და ამსტერდამულ კლუბს 45 მლნ ევროს გადაუხდის.

მო სალაჰი 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოიძახეს. ეგვიპტელმა შესაძლოა მომდევნო სეზონის პრემიერლიგის სტარტი გამოტოვოს.

„ვალენსიას“ ყოფილი მწვრთნელი მარსელინო ზაფხულში „მილანს“ ჩაუდგება სათავეში (Mundo Deportivo).

Calciomercato: პაოლო მალდინის სურს შევჩენკო იყოს „მილანის“ მწვრთნელი.

„ნაპოლიმ“ პირველად 29 წლის განმავლობაში მოიგო იტალიის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი. მილანში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა.

„ბარსელონას“ შეეძლო 2013 წელს კურტუა ეყიდა, ხოლო 2019-ში მორატა.

„იუვენტუსმა“ კონტრაქტი გააგრძელა Allianz-თან 2030 წლამდე, ხელშეკრულება 103 მლნ ევროსია.

მბაპე – პსჟ-ს ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში ყველა ტურნირზე გაიტანა.

ჰაალანდი 2016 წელს „ჰოფენჰაიმს“ თვეში ხელფასად 5 ათასს ევროს თხოვდა. კლუბმა უარი უთხრა. ალბათ რას ნანობს?!

„ბაიერნმა“ შესაძლოა კაი ჰავერცი იყიდოს, თუ ტიაგოს გაყიდის.

„ლივერპულს“ სურს ვერნერი გაიფორმოს და უკვე ეკონტაქტა მოთამაშის აგენტებს.

ლუის სუარესი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მომჯობინდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები