კორონავირუსის ინფეციამ კიდევ ერთი წყვილის ცხოვრება შეიწირა. ექიმი დოდო გორგოშიძე და მისი მეუღლე ოთარ დავითაშვილი კორონავირუსით ერთ დღეს გარდაიცვალნენ.
როგორც „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა უთხრა, 25 აგვისტოს ექიმი დოდო გორგოშიძე მეუღლის გარდაცვალებიდან ორ საათში გარდაიცვალა.
პროფესორ ჟორდანიასა და პროფესორ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„ჟორდანიას ინსტიტუტი უდიდესი გულის ტკივილით ემშვიდობება თავის გამორჩეულ ექიმს – დოდო (ბარბარე გორგოშიძეს) და მის მეუღლეს – ოთარ დავითაშვილს.
ქალბატონი დოდო იყო განსაკუთრებულად პოზიტიური, კეთილი ადამიანი, პროფესიონალი, თავდადებული თავისი ოჯახის, პაციენტების და მეგობრებისთვის.
უზომოდ დიდია ჩვენი მწუხარება. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ამ საოცრად მოსიყვარულე და განუშორებელ წყვილს“.