LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

483
ჯილდო 2025

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით და შვედეთისა დაფინანსებით, 2025 წელს კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში მერვედ გაიმართება. 

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის” ქართულ ბაზარზე მოქმედი პროგრესული, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომლის საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. 

კონკურსის ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით შეირჩა. განაცხადებს ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. 

2025 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან:

SDG 2 – შიმშილის აღმოფხვრა;

SDG 4 – ხარისხიანი განათლება; 

SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; 

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება; 

SDG 13 – კლიმატის მდგრადობის მიღწევა; 

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

შემოსული განაცხადების განხილვა ორ – მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში მოხდება.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, საქართველოში უკვე მეექვსედ, გაიმართება კონკურსი „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში 2025“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც საქმიანობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

magti 5g