კორტნი კარდაშიანი მექსიკაში ისვენებს. საინტერესოა, რომ არდადეგებს სატელევიზიო სახე ყოფილ მეუღლესთან ერთად ატარებს, თუმცა კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ მათ კომპანიაში სკოტ დისიკის მეგობარი გოგონა, ლაიონელ რიჩის 20 წლის ქალიშვილი, სოფიაც იმყოფება.
ფოტოზე, რომელიც დისიკმა ,,ინსტაგრამზე” ატვირთა, ჩანს, რომ ვარსკვლავები მზეს ეფიცხებიან და არანაირ დისკომფორტს ერთად ყოფნისას არ გრძნობენ.
,,სხვა რა უნდა ინატროს კაცმა?”, – დაწერა პოსტის აღწერაზე 35 წლის სკოტმა, რომელიც კიმ კარდაშიანის უფროს დას 2005 წელს დაშორდა.
View this post on Instagram
What more can a guy ask for. THREE’S COMPANY
A post shared by Scott Disick (@letthelordbewithyou) on