ავტომობილი Tesla Roadster, რომელიც კოსმოსში გაუშვეს, თანამგზავრად აღიარეს. ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო გუნდი ტვიტერზე წერს.
ავტომობილი კოსმოსში ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა გაშვა. ის რაკეტა Falcon Heavy-ში, სასარგებლო ტვირთის რანგში იმყოფებოდა, რომლის როლსაც, როგორც წესი ბეტონისა და რკინის ბლოკები ასრულებენ. თუმცა, მასკი მიიჩნევდა, რომ ეს ძალიან მოსაწყენია და საბოლოოდ კოსმოში „რაიმე უჩველოს“ გაშვება გადაწყვიტა.
თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ როდსტერი მზის გარშემო ჰელიოცენტრულ ორბიტაზე აღმოჩნდებოდა, რაც მარსამდე მიღწევაში დაეხმარებოდა. თუმცა, ეს არ გამოვიდა, ცენტრალური ამაჩქარებელმა მეტისმეტად აასწრაფა ის და ახლა ასტეროიდების სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის მიემართება.
Falcon Heavy-ს ორბიტაზე 64 ტონამდე სასარგებლო ტვირთის წაღება შეუძლია. რაკეტა-მატარებელი Merlin-ის 27 ძრავით არის აღჭურვილი.