კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც მგზავრები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გადაჰყავდა, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შედეგადაც ავტობუსის მძღოლი და ორი მოზარდი დაიღუპა. დაჭრილია ერთი ადამიანი.
თავდასხმა პატარა ქალაქ დეჩანის მახლობლად, დედაქალაქ პრიშტინიდან 90 კილომეტრში მოხდა.
Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.