თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ სროლაში მონაწილე ერთ-ერთი პირი გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
“კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება სწორედ კორკოტაშვილის სახლში დაიწყო.დაპირისპირება ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა.
სროლა ვერაზე გუშინ, 15 იანვარს, დაახლოებით 17 საათზე იყო. რადიო თავისუფლება, რომლის ოფისიც იქვე მდებარეობს, წერს, რომ მელიქიშვილის გამზირზე უმძღოლო ნატყვიარი ავტომობილი დაგორდა და მოპიდაპირე მხარეს მანქანას შეეჯახა.