ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მოზარდს, 13 წლის ლაზარეს, პირველადი დახმარება მეგი ბანცაძემ გაუწია.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე წერს და აღნიშნავს, რომ მეგიმ ლაზარეს გული აუმუშავა.
„ეს გოგო იცით ვინ არის ?! ჩვენი დროის გმირი მეგი ბანცაძე! შემთხვევითი გამვლელი, ვინც ჩვენს ლაზარეს პირველადი დახმარება გაუწია, გული აუმუშავა სასწრაფოს მისვლამდე და, ფაქტობრივად, გადაარჩინა“, – წერს კონსტანტინე ზარნაძე.