თბილისში, კოვიდინფიცირების ზრდის გამო, 10 საბავშვო ბაგა-ბაღი დაიხურა. მოქმედი 181 ბაღიდან, 13 ბაღი არ ფუნქციონირებს. აქედან, სამუშაო პროცესი ოქტომბრიდან სამ დაწესებულებაში არ დაწყებულა. ამჟამად, 12 ოქტომბერს განახლებული ბაღებიდან დროებით დაიხურა: #4, #29, #35, #93, #153, #16 ბაღები, ასევე ბაღი „ხუთკუნჭულა“.
ზოგიერთი საბავშვო ბაღი 12 ოქტომბერს არც გახსნილა, რადგან ინფიცირების შემთხვევა ადრე დაფიქსირდა.
საბავშვო ბაღებში სწავლების დისტანციური მეთოდი არ არის.
შეგახსენებთ, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.