LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებული ჩვილი ტყუპების ჰემოდინამიკა შედარებით დასტაბილურდა: კლინიკა „ბომონდის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი

90
205385-cover-b

„ჰემოდინამიკა შედარებით დასტაბილურდა, წნევას და სატურაციას მედიკამენტოზური ჩარევის შედეგად ვინარჩუნებთ,“ – ამის შესახებ კლინიკა „ბომონდის” რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, მანანა ბარათაშვილმა კოვიდინფიცირებული ჩვილი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„მდგომარეობა რჩება მძიმე, იმიტომ, რომ კოვიდური პნევმონიის მრავლობითი კერებია და ამიტომ ვენტილაცია ორივეს უჭირთ. ჟანგბადზე დამოკიდებულება ისევ 100 %-ია.

დღეისათვის ერთადერთი რაც არის, ჰემოდინამიკა შედარებით დასტაბილურდა, წნევას და სატურაციას  მედიკამენტოზური ჩარევის შედეგად ვინარჩუნებთ,“- განაცხადა მანანა ბარათაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე 19 აგვისტოს დაიბადნენ და ორივეს ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად არის მოცული. ბავშვების დედა კი, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g