LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით აღარ იქნება“ – როგორ დაფინანსდება კოვიდინფიცირებულების მკურნალობა

404
კოვიდკლინიკა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკები, რომლებიც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, სახელმწიფოსგან მხოლოდ კონკრეტული პაციენტის მკურნალობის ხარჯებს იღებენ და არა ყველა, მათ შორის დაუკავებელი საწოლის ანაზღაურებას.

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

როგორც აზარაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოვიდკლინიკები, რომელთაც გარანტირებული ფინანსური ანაზღაურება ჰქონდათ, ძველი სახით აღარ არსებობს.

„კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და იმ გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, აღარ არის. პირველი მარტიდან პროგნოზების მიხედვით, ეტაპობრივი ჩახსნა გავაკეთეთ.

დღეისთვის, ყველა კლინიკა, ვინც მოგვმართა, 40-მდე ასეთი კლინიკაა, ფაქტობრივი ანაზღაურებითაა. ანუ, პაციენტს, ვისაც უმკურნალებს, მხოლოდ იმაში ვუხდით თანხას და არა დაუკავებელ საწოლებზე, როგორც აქამდე იყო“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი – პანდემია დასასრულს უახლოვდება

„კოვიდის სამკურნალო პრეპარატი ამ კვირაში გვექნება” – ვინ მიიღებს მედიკამენტს უფასოდ

28 მარტიდან, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება – იხილეთ ჩამონათვალი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები