LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოვიდპანდემიის დროს რეანიმატოლოგები სამოქალაქო სექტორში წამოვიყვანეთ” – გაბუნია განმარტავს რატომ არ არის რეანიმატოლოგი გლდანის პენიტენციურ კლინიკაში

57
გაბუნია თამარ

“არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ცარიელ ოთახში ყოფილიყო რეანიმატოლოგი, როდესაც მე მივედი იქ, ან როდესაც მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ “რუსთავი 2-ის” ეთერში, სახალხო დამცველის განცხადების საპასუხოდ თქვა.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სამოქალაქო კლინიკებში რეანიმატოლოგების მობილიზება კოვიდპანდემიას უკავშირდება.

მისი თქმით, კოვიდპანდემიის დროს, არ ჰქონდათ ფუფუნება, რომ რეანიმატიოლოგები იქ დაეტოვებინათ და აღნიშნული პროფილის ექიმების რესურსი სამოქალაქო სექტორში ჩართეს:

“კოვიდპანდემიის დროს რეანიმატოლოგების რესურსი ჩვენ მთლიანად სამოქალაქო სექტორში წამოვიყვანეთ.

ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ რეანიმატოლოგები იქ დაგვეტოვებინა. დღეს უკვე მომზადებული და მობილიზებულია რეანიმატოლოგების ჯგუფი და მზად არიან, როდესაც გახდება საჭირო ჩაერთონ პროცესებში. არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ცარიელ ოთახში ყოფილიყო რეანიმატოლოგი, როდესაც მე მივედი იქ, ან როდესაც მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

ჩვენს წინაშე დგას ორმაგი პასუხისმგებლობა: ერთი მოშიმშილე პირის მიმართ და მეორე – სამედიცინო პერსონალის მიმართ, ვინც იქ მიდის, რომ იქაურობა აღჭურვილი იყოს.

დიახ, ეს კლინიკა ნამდვილად არის მრავალპროფილური, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონსილიუმის დასკვნა, რა სპეციალიზებული დახმარების აღმოჩენაა საჭირო.” – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ “დღის კურიერთან” განაცხადა, რომ 24 ოქტომბერს, როდესაც პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს შესამოწმებლად გლდანში, საავადმყოფოში იმყოფებოდა, მას კლინიკაში რეანიმატოლოგი არ დახვდა. ბურჯანაძის თქმით, აღნიშნულ შტატზე ინფორმაცია არც სხვა თანამშრომლებს ჰქონდათ და არ იცოდნენ, იყო თუ არა ვინმე დასაქმებული ამ პოზიციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g