LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოვიდრეგულაციების გამარტივების შემდეგ, საქართველოში მოგზაურთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა” – მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობს

96
Untitled design (8)

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მოგზაურებს საქართველოში კოვიდრეგულაციების გაუქმების შესახებ აწვდის ინფორმაციას და Facebook-გვერდზე მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

“საქართველომ გააუქმა კოვიდ-19-თან დაკავშირებული მოგზაურობის ყველა მოთხოვნა და შეუერთდა შეზღუდვების გარეშე ტურისტული მიმართულებების სიას.

ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მიემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით) აღარ არის ვალდებული საზღვარზე წარადგინოს არც ვაქცინაციის მოწმობა და არც PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
კოვიდრეგულაციების გამარტივების შემდეგ, საქართველოში მოგზაურთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა – იანვარ-მაისში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2019 წლის მონაცემის 39,5%-ით აღდგენის მაჩვენებელია. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი იანვარ-მაისში 906,670 შეადგინა, 2019 წლის მონაცემების 54,8 % აღდგენა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატისტიკა შემოსავლების ნაწილშიც – იანვარი-მაისის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3% აღდგენაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

magti 5g