თბილისში კოვიდსასტუმროში ქალი გარდაიცვალა. ოჯახი ფიქრობს, რომ მას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი კოვიდსასტუმროში 4 დღის განმავლოაბში იყო მოთავსებული.
„მხოლოდ საჭმელს აჭმევდნენ. კართან უტოვებდნენ და მიდიოდნენ. სხვას არაფერს უკეთებდნენ. დავრეკავდი და ვეუბნებოდი, წნევა აწუხებს და მოკვდება-მეთქი. მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდნენ. ანალიზი კოვიდსასტუმროში მიყვანიდან მესამე დღეს აუღეს და მეოთხე დღეს კი გარდაიცვალა“, – ყვება ჟურნალისტებთან საუბარში ოჯახის ახლობელი.
კოვიდსასტუმროში ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის შემთხვევები კი რეკორდულად მაღალი, 2295 დაფიქსირდა.