LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვზანაძე: არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, თუმცა პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა

68
ipiccy-image

ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის?” – ამ კითხვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას.

“არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა.

„წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას?- მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტ დამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით, ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე? – განაცხადა კოვზანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g