LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვიდან ქუთაისისკენ პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო (ვიდეო)

242
wizz-air-990x556

პოლონეთის ქალაქ კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. 

პირველი რეისი გუშინ შესრულდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კრაკოვიდან ავიაკომპანია “ვიზეარის” AIRBUS a 321 ტიპის თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ ბორტზე 221 მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.

პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ძველი დედაქალაქი – კრაკოვი რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრაა შესაძლებელი. პოლონეთის სამეცნირო, კულტურულ და ხელოვნების ცენტრის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით 4 აგვისტოდან სრულდება.

ცნობისთვის, ტურისტული თვალსაზრისით კრაკოვი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია. კრაკოვის სრული სახელწოდება ასე ჟღერს: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი. ის ნამდვილად ამართლებს ასეთ საზეიმო სახელწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სამხრეთში მდებარე ეს საკმაოდ მსხვილი ქალაქი, დიდი ხანია აღარ არის ქვეყნის დედაქალაქი, მასში დარჩა ქვეყნის მთავარი ქალაქისთვის დამახასიათებელი ღირსება და სილამაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები