კიმ კარდაშიანის დედა, კრის ჯენერი დიდი ცვლილებებისთვის ემზადება, პირველი ცვლილება კი – გვარი იქნება. რეალითი-შოუს ახალ გამოშვებაში კრისმა შვილს, ქლოეს განუცხადა, რომ კვლავ პირველი ქმრის, ადვოკატ რობერტ კარდაშიანის გვარზე სურს გადასვლა.
„პირველი კარდაშიანი მე ვიყავი,“ – უპასუხა კრისმა ქალიშვილს მას შემდეგ, რაც ქლოემ დედას უთხრა, რომ უმცროსი ქალიშვილები, კენდალი და კაილი, შესაძლოა, დედის გადაწყვეტილებამ გაანაწყენოს. კრისი კი გვარის შეცვლაში არაფერს განსაკუთრებულს არ ხედავს.
„თუ ბრუს ჯენერს შეუძლია, შეიცვალოს სახელი და დაირქვას კეიტლინი, მგონია, რომ მეც მაქვს უფლება, გვარი შევიცვალო,“ – ამბობს კრისი.