LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მილიარდი დოლარი იშოვა

100
Cristiano-Ronaldo

“იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების 35 წლის ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში მილიარდი დოლარი იშოვა.

2019 წელს სპორტსმენის შემოსავალმა 105 მილიონი დოლარი შეადგინა. მან მეოთხე ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანებს შორის ბიუთი-იმპერიის მფლობელ კაილი ჯენერის (590 მლნ), რეპერ კანი ეუსტის (170 მლნ) და ჩოგბურთელ როჯერ ფედერერის (106.3 მლნ) შემდეგ.

“ფორბსმა” ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელა: ვისი ჯიბეა ყველაზე სქელი

ცნობილია, რომ რონალდოს მილიარდიდან 650 მლნ ხელფასზე მოდის, დანარჩენი კი სუპერვარსკვლავმა რეკლამიდან აიღო.

კრიშტიანოს Nike-თან სამუდამო კონტრაქტი აკავშირებს, რომლის თანახმად 20 მლნ დოლარის იღებს ყოველწლიურად. მას კონტრაქტი აქვს შამპუნ Clear-თანაც. ის ასევე გადაუღიათ ბანკ Banco Espirito Santo-ის, KFC რესტორნების რგოლებში და იყო იტალიური ბრენდის Armani-ის სახე. გასულ წელს ფეხბურთელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა 49 სპონსორული პოსტი, თითოეული 900 ათასი ევრო ღირდა.

Forbes-მა აღნიშნა, რომ რონალდო ისტორიაში მესამე სპორტსმენია, რომელმაც მილიარდი დოლარი იშოვა პროფესიული სპორტიდან წასვლამდე. ამდენს აქამდე მიაღწიეს გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსმა (2009 წ) და მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა (2017).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები