კრიშტიანო რონალდოს ოჯახში მატებაა. ცნობილი ფეხბურთელი სულ მალე ტყუპი ბიჭების მამა გახდება, თუმცა მათ არა რონალდოს 23 წლის მეგობარი გოგონა, ჯორჯინა როდრიგესი, არამედ სუროგატი დედა გააჩენს. მისი ვინაობა არამარტო ფართო მასებისთვის, არამედ რონალდოს ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონი ამერიკაში ცხოვრობს.
სპორტსმენთან დაახლოებული წყაროს ცნობით, კრიშტიანო პატარებს დაბადებისთანავე თავის მადრიდის სახლში წაიყვანს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს უკვე ჰყავს ერთი ვაჟიშვილი, რომელიც ქვეყანასა ამავე გზით მოევლინა. სპორტსმენს არაერთხელ უსაუბრია უმცროსი რონალდოს შესახებ და უთქვამს, რომ ის დედას არ იცნობს და მის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგებს, როდესაც გაიზრდება და ამისი სურვილი ექნება.
