კრიშტიანო რონალდო მამობით ტკბობას განაგრძობს. 2 თვის წინ ის ტყუპების, მატეოსა და ევას მამა გახდა. მას შემდეგ, პერიოდულად, ის „ინსტაგრამზე“ პატარებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აზიარებს. როგორც ჩანს, რონალდო არ განეკუთვნება იმ ვარსკვლავების რაოდენობას, რომელიც შვილის სახეს ცნობილ გამოცემასთან ძვირადღირებული ფოტოსესიის სანაცვლოდ გარკვეული პერიოდის მანძილზე მალავს.
32 წლის ფეხბურთელმა ერთ-ერთ ტყუპთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და დააწერა, რომ ბედნიერია.
შეგახსენებთ, რომ ტყუპებიც და უფროსი ვაჟიშვილიც რონალდოს სუროგატმა დედამ გაუჩინა. სულ მალე კი ვარსკვლავი მეოთხე შვილის მამაც გახდება. ამჯერად დედის ვინაობა ცნობილია და ის კრიშტიანოს მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესია.