მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი მშობლები გახდებიან, ცნობილი ხდება წყვილის ქორწილის თარიღიც. შეყვარებულები მასშტაბურ ცერემონიას 2018 წლის ზაფხულისთვის გეგმავენ. იმ პერიოდისთვის მათი პატარა უკვე წამოზრდილი იქნება და ქორწილისთვის მომზადებას ისინი სათანადო ყურადღებას დაუთმობენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ცერემონია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატამდე შედგება, რომელიც აგვისტოში იმართება.
შეგახსენებთ, რომ წყვილი გოგოს ელოდება, რომელიც ქვეყანას თებერვალში მოევლინება.